დასრულებული პროექტები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებით შპს „მარცვლეული ლოგისტიკის კომპანიამ“ 2013 წლიდან დაიწყო სელექციური მიღწევების-ჯიშთა გამოცდის პროექტების განხორციელება:

1.      საშემოდგომო ხორბლის სელექციური მიღწევები-ჯიშების საკონკურსო და საწარმოო გამოცდები. 2013-2016 წლებში სულ გამოცდილი იქნა საშემოდგომო ხორბლის 32 ჯიში, მათ შორის ქართული და უცხოური სელექციის ჯიშები. ჯიშების გამოცდა ჩატარდა: დედოფლისწყაროს , თელავის, გორის, ბოლნისის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. გამოცდის შედეგად გამოყოფილია ხორბლის 8 ჯიში. ჩატარდება მათი პრეზენტაცია და ნებადართვის შემდეგ დაიშვებიან გასავრცელებლად ანუ წარმოებაში დასანერგად.

2.      ამავე პერიოდში იცდებოდა სიმინდის ჰიბრიდები და სოიას ჯიშები, აბაშისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ამჟამად მოსავალი აღებულია და მიმდინარეობს მირებული შედეგების დამუშავება.

3.      ამავე პერიოდში კომპანია აწარმოებდა მაღალპროდუქციული საშემოდგომო ხორბლის  ჯიშს- „კრასნოდარსკაია-99-ს“ . ელიტური თესლი ითესებოდა დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტში-შირაქის ველზე. მეორე რეპროდიქციის ნაწილი შეიძინეს ფერმერებმა და ნაწილი დაითესა მომდევნო რეპროდუქციის მისაღებად.